logo
ENG



რატიანი 23 აგვისტოს ავარიის დროს დაშავებულებზე: სამივე მათგანთან დადებითი დინამიკა გვაქვს 

26 აგვ 202015:13
3 წუთის საკითხავი
 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის თქმით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამივე პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია.

როგორც რატიანი ამბობს, კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად, არც ერთ პაციენტთან უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება.

"ორ პაციენტთან ჩატარდა ინტერვენციული ოპერაცია, აქედან გამომდინარე ლიკვიდირებული იქნა პოლიტრავმის შედეგად გამოწვეული დაზიანება.

ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა რჩება სტაბილური.

უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს დადებით დინამიკა მიღწეული სამივე მათგანთან ჰემოდინამიკის მართვის მხრივ. ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად, ამ ეტაპამდე არ ვლინდება არც ერთთან უარყოფითი დინამიკა.

ვიმედოვნებთ, რომ ამ რთულ გზაზე, რაც მათ უნდა გაიარონ გამოჯანმრთელებამდე, არანაირი პრობლემა არ შეექმნათ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პაციენტები გამოჯანმრთელდნენ",-აცხადებს ლევან რატიანი.

23 აგვისტოს, შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.


close დახურვა